საზოგადოება
18/08/2021

განსაკუთრებით რთულ პირობებში მომუშავე სასწრაფოს ექიმები 500 ლარიან დანამტს მიიღებენ 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, 500 ლარიან დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. 

“გუშინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 500 ლარიან დანამატს, იმის მიუხედავად, თუ სად, რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებულები“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.