საზოგადოება
20/01/2022

განათება, მიწისქვეშა ურნები, საავტობუსე ზოლები - ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე განხორციელდება, რომელიც 2 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.  

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგეგმება: მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა-მოწესრიგება, საკანალიზაციო წყლის მილების, სანიაღვრე სისტემის მოწყობა - განახლება, ჰაერში გადაჭიმული ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, განათების ახალი სისტემის მოწყობა, მიწისქვეშა ურნების განთავსება, საავტობუსე ზოლების მოწყობა. 

"რა თქმა უნდა ქუჩა მთლიანად არ გადაიკეტება. პირველ ეტაპზე გამზირი დაიკეტება ავლაბრიდან თელავის ქუჩის კვეთამდე, კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების შემდეგ გადავალთ მომდევნო მონაკვეთზე", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, პროექტი 7-8 თვეში დასრულდება. 

 

Businesspartner