საზოგადოება
25/11/2020

გამყრელიძე შეზღუდვებზე: იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე დღეს არის

მთავრობა ხვალ გააჟღერებს, რა დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე  ირწმუნება, რომ ის დღეს არსებულზე ბევრად მკაცრი იქნება.

„ჩვენ, ექიმები ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ. მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა, ცხოვრება, მათი შემოსავლები და უნდა ვნახოთ ე.წ ოქროს შუალედი. მაქეთ მივდივართ. გარწმუნებთ, ეს გადაწყვეტილებები იქნება ბევრად გამკაცრებული, ვიდრე დღეს არის, ბევრად გაფართოებული, ვიდრე დღეს არის. მან შედეგი უნდა მოიტანოს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, სამი კვირის ვადაში იმოქმედებს.

„შედეგი იქნება, რომ დღეს რომ 3000 და 4000 ინფიცირებული გვყავს, ეს აღარ უნდა იყოს ამ სამი კვირის შემდეგ. ეს იქნება შედეგი“ -განმარტა გამყრელიძემ.