საზოგადოება
25/01/2022

გამყრელიძე: ორი კვირის განმავლობაში ომიკრონის მეტი შემთხვევა გვექნება, ნუ მიეცემით პანიკას

ეპიდემიოლოგები მომავალი ორი კვირის განმავლობაში კორონა ვირუსით ინფიცირების კიდევ უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენას ელიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში იმაზე 4-ჯერ მეტი დაინფიცირებულია, ვიდრე გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაა. 

"ომიკრონის ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება. ანუ, შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო მეტი გვექნება. დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია. მართალია, 15 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ამაზე 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. ეს არის ის კლინიკური ფორმები, რომელიც ადამიანებს თითქმის უსიმპტომოდ, ან მცირე სიმპტომით აქვთ. ასეთი ადამიანები სახლში უნდა იყვნენ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი სახლში არიან",- განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონა ვირუსის 15 742 შემთხვევა გამოვლინდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023