საზოგადოება
22/12/2021

გამყრელიძე: "ომიკრონი" კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა და 53 კონტაქტს ვიკვლევთ

ამირან გამყრელიძის თქმით, "ომიკრონი" კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიდევ 53 კონტაქტის კვლევა.

"ჯერჯერობით "ომიკრონს" რაიმე გართულებული კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ინფიცირებულების მდგომარეობა ნორმალურია, არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. რა თქმა უნდა, ვირუსის ახალი ვარიანტი გააგრძელებს გავრცელებას და გვერდს ვერ აგვივლის. ყველამ უნდა გაითავისოს ეს და ქვეყანაში უნდა კყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რასაც პანდემიის დაწყებიდან ვამბობთ. განსაკუთრებით პირბადის ტარება და ვაქცინაცია."- ამბობს გამყრელიძე.

მოგეხსენებათ, რომ "ომიკრონის" შემთხვევა საქართველოშიც დადასტურდა, ინფიცირებულები ახალგაზრდები არიან და მოგზაურობის ისტორია აქვთ.

"ომიკრონით" ინფიცირებულებს ბევრი კონტაქტი ყავდათ და გუშინ კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან, ზოგიერთი დამოუკიდებელი შემთხვევაა. 9 შემთხვევა შემოსულია დუბაიდან, 1- ბუდაპეშტიდან, 1 -ლონდონიდან, 1- დუბაიდან, 1- აშშ-დან და 2 თურქეთის გავლით."–აცხადებს ამირან გამყრელიძე.