საზოგადოება
12/02/2021

გახარია: რეგიონში საშუალო ბიზნესს სწორად და მიზნობრივად უნდა დავუჭიროთ მხარი

„უაღრესად მნიშვნელოვანია გუბერნატორების ფუნქცია, მათი მაკოორდინირებელი როლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, გუბერნატორების ეფექტურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული რეგიონში ბევრი პროექტის განხორციელება. 

„საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ, გლობალურ პანდემიას ვებრძვით, ვაქცინაციის ეტაპს დავიწყებთ უახლოეს პერიოდში და ამაშიც რეგიონების როლი უაღრესად მნიშვნელოვანია. გუბერნატორები პირდაპირ უნდა იყვნენ ჩართულები, ისევე როგორც ეკონომიკური აღდგენის პერიოდისთვისა, რომლისთვისაც ასევე ვემზადებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ბიზნესი, განსაკუთრებით რეგიონში იყოს მხარდაჭერილი სწორად და მიზნობრივად. ეს იქნება ჩვენი ეკონომიკური აღდგენის გეგმის ძირითადი კომპონენტი და ამ გეგმის განხორციელებაში ადგილობრივ დონეს და გუბერნატორებს ექნებათ დიდი მნიშვნელობა. ეფექტიანი და ეფექტური კოორდინაცია მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულების როლი, რომლებმაც ეს უნდა შეასრულონ. მათ ასევე ეყოლებათ რეგიონული მართვის კუთხით ახალი ხელმძღვანელი - კონსტანტინე ანანიაშვილი და დარწმუნებული ვარ, ისინი ყველანი ერთად ამ პრობლემებს მოაგვარებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

დღეს პრემიერმა გურიაში ახალი გუბერნატორი წარადგინა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022