საზოგადოება
11/05/2021

გადაადგილების შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება

გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახლა ქვეყანას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მისი მოხსნის, ან გადაწევის შესაძლებლობა არ აქვს.

თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები მაისის ბოლოსთვის გადახედავენ.

"ახლა პიკში ვართ და ეპიდემიოლოგიურადაც არ არის გამართლებული რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქება, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადება. ჩვენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დღეს არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ამის გადახედვას შევძლებთ. ვფიქრობ, ეს იქნება მაისის ბოლოსკენ, როდესაც პროგნოზულად ის პიკი, რაც მიმდინარე პერიოდში გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უკვე უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, ეს მომენტიც დადგება, შემდეგ უკვე გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას",- განაცხადა გაბუნიამ.