საზოგადოება
11/04/2022

ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესი შეიცვალა

ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესი შეიცვალა. დღეიდან, ამ ტიპის პრეპარატების რეცეპტი მატერიალური სახით, ქაღალდზე აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიცვლება მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. 

"დაუშვებელია, ფსიქოტროპული მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით. ეს უკონტროლო მოხმარება, თვითმკურნალობა იწვევს სავალალო შედეგებს. 

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესები მოქმედებს. წმლების შეძენა ექიმის გამოწერილი რეცეპტის გარეშე აკრძალულია, თუმცა მატერიალური ფორმით რეცეპტის გამოწერის პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტების საშუალებით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი, როგორც მედიკამენტების გამცემი, ისე რეცეპტის გამომწერი ექიმის გაკონტროლებაც",  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner