საზოგადოება
25/05/2021

ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 6 ივლისის 16:00 საათია. კონტრაქტი მოიცავს 436 მ სიგრძის 2-ზოლიანი 8 მალის მქონე ხიდის მშენებლობას ფოლადისა და რკინა-ბეტონის მალის ნაშენით, ბეტონის ხიმინჯებით  მდინარე რიონზე და დაახლოებით 2კმ სიგრძის მისასვლელი გზების მშენებლობას
ნაწილობრივ სუსტი გრუნტის პირობებში.

კონტრაქტის ხანგრძლივობა შეადგენს 730 კალენდარულ დღეს + 730 დღე დეფექტების შეტყობინების პერიოდი.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთკონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად და მასში მონაწილების მიღება შეუძლია ყველა ეროვნების პრეტენდენტს.