საზოგადოება
10/03/2021
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლები დახმარებას მიიღებენ
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლები დახმარების პაკეტს მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნით გამოყოფილია 2 მილიონი ლარი, დახმარების პაკეტით კი, მინიმუმ 500 ადამიანი ისარგებლებს.
„ფინანსური პაკეტით პირველ რიგში მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა იქნება, ასევე ზაფხულის პერიოდში დაიწყება უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები“,- აღნიშნა კახა კალაძემ.