საზოგადოება
08/10/2021

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის მასშტაბური კლებაა, თვითმმართველობები უნდა გააქტიურდნენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღეობა. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი მომატებულია. 

ამასთან, მისივე თქმით, ვაქცინაციის მასშტაბური კლებაა. პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად უნდა ჩაერთონ. 

"მნიშვნელოვნად რჩება როგორც ვაქცინაცია, ასევე ყველა იმ რეგულაციების მკაცრი დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის მოწოდებული.

აცრის რიცხვი არის დაკლებული, რაც ძალიან სამწუხაროა, სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება. დღეს გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები და მერები. მნიშვნელოვანია, მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო, თავისი არსებული რესურსით, რეგიონებს საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის.

ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში, ასევე სოფლის დონეზე,  თუ სად არის კრიტიკული რაოდენობა ვაქცინირებული ჩვენი მოქალაქეების და შემდეგ მნიშვნელოვანია, ერთობილვად გაიმართოს ყველა საველე სამუშაო, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიმატებს ვაქცინაციის პროცესი რეგიონებშიც", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.