საზოგადოება
08/10/2021

ეკატერინე ტიკარაძე: "ტვინდემიის" პირობებში ვაქცინაცია დიდ რისკებს აგვარიდებს

ეპიდემიოლოგები უკვე "ტვინდემიაზე" საუბრობენ, რომელიც გრიპის და კორონავირუსის ერთობლიობაა. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანა "ტვინდემიის" სამართავად მზად არის.

მისი თქმით, "ტვინდემიის" პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია ვაქცინაცია, რომელიც დიდი რისკების აცილებას შეძლებს.  

"ტვინდემიის" დროს საუბარია არა ახალ შტამზე, არამედ 2 სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე, სადაც 1 ვირუსი არის კოვიდ-19, ხოლო მეორე არის სეზონური ვირუსი. ამის მოლოდინი შარშანაც იყო, თუმცა კოვიდმა მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი. ამ ეტაპზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია, აქედან გამომდინარე სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა. უკვე შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება. რა თქმა უნდა ქვეყანა ამისთვისაც მზად არის. მკურნალობა ტიპიურია და სიმპტომურად მიმდინარეობს. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ამ პროცესში. უსაფრთხო ვაქცინაცია დიდი რისკების აცილებას შეძლებს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.