საზოგადოება
30/03/2021
ეკატერინე ტიკარაძე: შემდეგ კვირაში ჩინური ვაქცინა გვექნება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემდეგი კვირიდან საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 100 000 დოზა ჩინური ვაქცინა ექნება.
“ველოდებით, რომ კვირის ბოლოს გამოიგზავნება და შემდეგ კვირაში გვექნება დამატებითი ჩინური ვაქცინა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გავდივართ კონსულტაციებს, როგორც მივიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე “ასტრაზენეკათი“ და “ფაიზერით“ მიმდინარეობს ვაქცინაცია.