საზოგადოება
22/03/2021
ეკატერინე ტიკარაძე: სავარაუდოდ AstraZeneca-თი ავიცრები
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ AstraZeneca-ს ვაქცინას გაიკეთებს. თუმცა, მინისტრი არ ასხელებს კონკრეტულ თარიღს, როდის გაიკეთებს ვაქცინას.
“მე ავიცრები სავარაუდოდ AstraZeneca-თი, რადგან ამ ვაქცინასთან დაკავშირებით არსებული კითხვები მოიხსნას და საზოგადოებაც დადებითად განეწყოს ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, AstraZeneca-ს 43 200 დოზა ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა, ვაქცინაციის პროცესი კი, 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის იყო გათვლილი, თუმცა ამ ეტაპზე ვაქცინაციის დაბალი აქტივობაა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები ჩაერთონ.