საზოგადოება
06/05/2021
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში ვაქცინაციისადმი სანდოობა იზრდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მისი ინფორმაციით, გუშინ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 3 600-ზე მეტი ადამიანი აიცრა.
“ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მიმღეობა და სანდოობა, ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში, იზრდება. მნიშვნელოვანია ასევე ვაქცინაციის პროცესში ბიზნესსექტორის ჩართულობა. თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.