საზოგადოება
22/03/2021
ეკატერინე ტიკარაძე: რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან ვაქცინაციაზე გასაუბრებას დავიწყებ
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის დაბალი აქტივობის გამო რეგიონებში გასვლას და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას ხვალიდან დაიწყებს.
მინისტრის ინფორმაციით, ის იმერეთის რეგიონს ესტუმრება და პირველი შეხვედრა საჩხერის კლინიკაში გაიმართება.
უწყებაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყოს. 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება პორტალზე 25 მარტიდან შეეძლებათ.
“სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ 25 რიცხვის შემდეგ ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.