საზოგადოება
28/06/2021

ეკატერინე ტიკარაძე: მზად ვართ, რეგიონალურ დონეზე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

“ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები, რომელიც აისახა კლინიკების სანდოობა-მობილობაზე. ამან ჩვენ მოგვცა დამატებით მინიშნება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქში ვაქცინაციის მოცულობის გაზრდა, რისთვისაც მზად ვართ და შემდეგი კვირიდან ვაქცინები ეტაპობრივად შემოვა საქართველოში. 0.5 მლნ Sinopharm-ი და 0.5 მლნ Sinovac-ი კვირის ბოლოს უნდა იყოს საქართველოში. რაც შეეხება, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვაქცინას Pfizer-ს, რომლის შემოტანის თარიღსაც კონტრაქტიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ, თუმცა მილიონზე მეტი დოზა შემოვა და Pfizer გახდება ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი.” - აღნიშნავს ტიკარაძე.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმაზე, რომ Sinopharm-ი და Sinovac-ი მოქალაქეებს ვერ იცავს დელტა შტამისგან არ არის სრულყოფილი.

“ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღაბის ტარებას და ყველა სხვა რეკომენდაციის დაცვას.”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.