საზოგადოება
28/04/2021

ეკატერინე ტიკარაძე: მესამე ტალღა საფრთხილოა, საქმე გვაქვს განსხვავებულ შტამთან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში აპრილიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატებაა. ქვეყანაში ვირუსის მესამე ტალღაა, რომელიც უფრო მეტად საფრთხილოა, რადგან ვირუსის ახალი შტამები ვრცელდება.

“პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ ურთულესი პერიოდი და ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. ისევე როგორც მსოფლიო, საქართველოც ეტაპობრივად სწავლობდა ვირუსთან ბრძოლის მეთოდებს. ამ პერიოდის განმავლობაში იყო ბევრი გამარჯვება და არაერთი მარცხი. ჩვენი პროფესიონალი ექიმების დიდი ძალისხმევით 300 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა 4 000 საქართველოს მოქალაქე, რაც დიდი დანაკარგია. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, შემიძლია დანამდვილებით განვაცხადო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიიდან გამოწვეულ ყველა სირთულეს.

აპრილიდან ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევების მკვეთრი მატება და დღეს ჩვენ ვიმყოფებით პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავების პერიოდში. ეს პროცესი საკმაოდ რთულია.

პანდემიის მესამე ტალღა მეტად საფრთხილო და საყურადღებოა, რამდენადაც ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის განსხვავებულ შტამთან და განსხვავებულ გამოწვევებთან. მინდა საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდო - მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და რაც მთავარია ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რომელიც დღეს ჩვენი მოსახლეობის უმეტესი წილისთვის ხელმისაწვდომია“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ვაქცინა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი მონაპოვარია. მოსაქალაქეებმა მასზე დეზინფორმაციის გამო უარი არ უნდა თქვან.

“ვაქცინაცია ჩვენი უფლება და პასუხისმგებლობაა. მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023