საზოგადოება
28/04/2021
ეკატერინე ტიკარაძე: Johnson&Johnson-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოტანაზე მოლაპარაკებები გვაქვს
საქართველოში შესაძლოა Johnson&Johnson-ისა და Moderna-ს ვაქცინებიც შემოვიდეს. შესაბამისი მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან უკვე მიმდინარეობს.
„დღეს ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა Johnson&Johnson-ის მწარმოებელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. დღეს ისიც მზად არის, რომ ჩვენთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შემოვიდეს და გავიაროთ კონსულტაციები მასთან. ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს Moderna-სთანაც და მასთან დაკავშირებითაც რაოდენობებზე და თარიღებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში.