ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
კატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების"ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები. ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ქვეყნის და მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე "ქართულ ოცნებაში" გააგრძელებს მუშაობას.