საზოგადოება
11/03/2021
ეკატერინე ტიკარაძე: განმეორებითი ვაქცინაციისთვის დოზებს დროულად მივიღებთ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში პირველ ეტაპზე AstraZeneca-ს 43 200 დოზა შემოვა, შესაბამისად ამავე რაოდენობის ადამიანი აიცრება. განმეორებითი ვაქცინაციისთვის პროტოკოლის მიხედვით 6-დან 12 კვირამდე ვადაა.
მინისტრის თქმით, მოლაპარაკების შედეგად არის გარანტია, რომ AstraZeneca-ს მეორე დოზის შემოტანა დროულად მოხდება.
„AstraZeneca-ს შემთხვევაში 43 200 ადამიანი აიცრება, მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ, რაც ჩვენ AstraZeneca-ს დამატებით დოზებს მივიღებთ. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან. მოლაპარაკებების შედეგად გვაქვს დასტური, რომ მეორე დოზის შემოტანა მოესწრება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველო ვაქცინის პირველ დოზას 13 მარტიდან მიიღებს.