საზოგადოება
07/07/2021

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმებში დიდი სახელფასო დისბალანსია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმებში დიდი სახელფასო დისბალანსია, არა მხოლოდ სხვადასხვა, არამედ ერთი პროფილის ექიმებში.

მისი თქმით, ჯანდაცვის უწყება არ ჩაერევა იმ რეგულაციებში, თუ რა მაქსიმალური ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს ექიმს, თუმცა სამსჯელოა თემა, რამდენად დაბალი ანაზღაურება არ უნდა ჰქონდეთ მათ.

“ანაზღაურების შედეგზე ორიენტირება და მოტივაციის მექანიზმებზე გადასვლა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

როდესაც ჩვენ გავაანალიზეთ ჩვენი ექიმების სახელფასო არეალი, იქ არის საკმაოდ დიდი დისბალანსი, არა მხოლოდ სხვადასხვა პროფილის ექიმებში, არამედ ერთი პროფილის ექიმებში , მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ერთნაირია კვალიფიკაცია.

ჩვენ არ ვერევით იმ რეგულაციებში, თუ რა მაქსიმალური ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს ექიმს, ვინაიდან ექიმს ნამდვილად უნდა ჰქონდეს მაღალი ანაზღაურება, ისინი ამას იმსახურებენ, თუმცა რამდენად დაბალი ანაზღაურება არ შეიძლება ჰქონდეს, ეს ნამდვილად სამსჯელო თემაა, ვინაიდან ჩვენ ამას მივყავართ დარგის განადგურებისკენ. არის პროფესიები, სადაც მხოლოდ 1 ექიმი გვყავს დღესდღეობით, ეს ექიმები რიგ შემთხვევაში არიან უკვე ისეთ ასაკში, რომ მათი მხრიდან ცოდნის მიღებაც შეიძლება უკვე შეუძლებელი გახდეს, ვინაიდან 75 და 80 წლის ადამიანის მხრიდან, მის მიერ დაგროვილი მნიშვნელოვანი ცოდნის გადაცემა რთული იქნება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები წავახალისოთ და მათ იცოდნენ , როდესაც ისინი აირჩევენ გარკვეულ პროფესიას და მიმართულებას, მათი სახელფასო ანაზღაურება იქნება დაცული“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ უწყების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023