ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ გამოცხადდეს კიდევ ერთი ლოქდაუნი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურები კიდევ ერთი ლოქდაუნის დაწესებისგან თავს მაქსიმალურად იკავებენ.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში პარლამენტში განმარტა, სახელმწიფო სრულად იზიარებს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნის პათოსს, თუმცა მხოლოდ რეგულაციების მკაცრი დაცვის გათვალისწინებით.
„სრულად მზად ვართ და ვიზიარებთ შეზღუდვების თანმიმდევრულ მოხსნას, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ერთად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, როგორც რეგულაციების დაცვით, ასევე ვაქცინაციით.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოცხადდეს კიდევ ერთი ლოქდაუნი. როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე ასეა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის“,- განაცხადა ტიკარაძემ.