ეკატერინე ტიკარაძე: ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა შევუკვეთეთ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
მისი თქმით, საქართველოს ჩინურ მხარესთან მოლაპარაკება უკვე დაწყებული აქვს. პირველი ეტაპისთვის კი, 100 000 დოზა ვაქცინაა შეკვეთილი. საუბარია “სინოფარმის“ ვაქცინაზე.
„ჩვენ, როგორც AstraZeneca-ს, ასევე pfizer-ის შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები გვაქვს დაწყებული როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე კოვაქს პლატფორმასთან.
ჩინურ ვაქცინას ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან მიღებული აქვს ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის ჩვენ მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან, ეს არის 100 000 დოზა ვაქცინა“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.