საზოგადოება
24/09/2021

ეკატერინე ტიკარაძე: არცერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული

ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს გავცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ფაიზერის" ვაქცინის დოზების ნაწილს ვადა გაუვიდა.
 
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინების ნაწილს ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს და სახელმწიფო მას აითვისებს.
 
"არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს დაახლოებით 200 ათასი ვაქცინაა, რომლის ათვისების გარანტიაც გვაქვს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ "ფაიზერის" ვაქცინებს გაუხანგრძლივდათ ვადა კიდევ სამი თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულად არის მოხსნილი",- განმარტა მინისტრმა.