საზოგადოება
25/03/2021

ეკატერინე ტიკარაძე: არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინის დოზებს ვერ ავითვისებთ

“არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჯანდაცვის მინისტრი რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრას გააგრძელებს. მომდევნო ვიზიტი დაგეგმილია გურიასა და აჭარაში. 

ამასთან, მისი თქმით, საბჭო ყოველკვირა იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. 

“ჩემი პირადი სტრატეგიაა, რომ რეგიონულ დონეზე გავეცნობი, რა სიტუაციაა. ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ადგილზე გავეცნობი. ხვალ ჩემი ვიზიტი დაგეგმილია გურიაში და აჭარაში. ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონების მიმართულებით. საბჭოს სხვა წევრების მხრიდან იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრები დაიწყო. მან საჩხერის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ “ასტრაზენეკას“ ვაქცინა საჯაროდაც გაიკეთა.