საზოგადოება
28/06/2021

EBRD თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას და დეპოს მშენებლობას €83 მლნ-ით დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას €83 მლნ-ით დააფინანსებს.

მიღებული სესხი დაახლოებით 200 თანამედროვე ბუნებრივი გაზის ავტობუსების შეძენას და ამ ავტობუსების ახალი დეპოს მშენებლობას დააფინანსებს, რითაც მოძველებული, დაბინძურებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით.

როგორც EBRD აცხადებს, პროექტი მნიშვნელოვან სოციალურ სარგებელს მოუტანს მგზავრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. საიმედოობა, უსაფრთხოება და ეფექტურობა, ასევე CNG ტექნოლოგია შეამცირებს მავნე ტოქსიკურ ემისიებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე.

GrCF2-ის ძირითადი მიზანია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გაუმჯობესება. GrCF2-ის თანახმად, ბანკი შემდგომ აქცენტს GCAP-ის (Green City Action Plan) იმპლემენტაციაზე გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ თბილისი იყო ერთ–ერთი პირველი ქალაქი, რომელიც შეუერთდა EBRD-ის მწვანე ქალაქებს და მათ შორის ერთ–ერთი პირველი, ვინც შეავსო GCAP.