საზოგადოება
09/10/2023
ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა
ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა, -აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის განცხადებას ავრცელებს.
"ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.
თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.
საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222,"-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.