საზოგადოება
11/09/2020

დიდ ქალაქებში სწავლის დაწყება 1-ელ ოქტომბრამდე გადავადდა

საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო.

„2 კვირით ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი მხვილ ქალაქებში გადაიდება 1-ელ ოქტომბრამდე. თბილისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში“,- აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამატებითი სიმკაცრე არ უნდა გამოვავლინოთ. უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს 3 000 კლინიკაში ადგილი. სრულად ვმართავთ სიტუაციას,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

Businesspartner