საზოგადოება
15/07/2020

დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება

დიდი დიღმის ტერიტორიაზე, 9 000 კვ.მ-ზე მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება.

ცენტრის მშენებლობა უკვე დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე.

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მსგავსად, დიდი დიღმის ცენტრი სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს მოიცავს.  

„ამ პროექტის გარდა, აქვე ახლოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტული საფეხბურთო სკოლის პროექტს, ხოლო საბურთალოს გამგეობა კი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ეს იქნება ძალიან დიდი სივრცე ყველა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობით, რომელიც კეთილმოეწყობა და მოსვლის შესაძლებლობა ბევრ ადამიანს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020