საზოგადოება
09/11/2021
დიაბეტიანი ბავშვებისთვის უკონტაქტო გლუკომეტრების შესაძენად თანხა გამოიყო
დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო 2022 წელს მუდმივი მონიტორინგისთვის საჭირო თანამედროვე აპარატებს შეიძენს. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული.
მთავრობამ, პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვერსია წარუდგინა, სადაც დიაბეტის მართვისთვის დაფინანსება, წინა ვერსიასთან შედარებით, 5.1 მლნ ლარით გაიზარდა და 27 მლნ ლარით განისაზღვრა. გაზრდილი თანხა გათვალისწინებულია დიაბეტის მქონე ბავშვთა მუდმივი მონიტორინგისთვის საჭირო თანამედროვე აპარატების შესაძენად.