საზოგადოება
19/06/2020

დღეში 10 000 PCR ტესტის ჩატარების გეგმა უცვლელია

საქართველოსთვის მიზანი დღეში 10 000 PCR ტესტის ჩატარებაზე უცვლელი რჩება. შედეგამდე ქვეყანა წლის ბოლომდე უნდა გავიდეს.

PCR ტესტირების გაფართოების პროცესის მიმდინარეობასა და სიმძლავრეების თანდათან გაზრდის შესაძლებლობებზე უწყებათშორის კომისაზე იმსჯელეს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში.

მთავრობა მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.