დღეს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს მიიღებს
დღეს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდება. ევროკომისარი საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს.
"ამით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ. ამ პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ. მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ აღნიშნული შევსებული კითხვარი ბრიუსელს. მოლოდინი მაქვს, რომ პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან მჭირდო კავშირი გვექნება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა.