საზოგადოება
20/01/2022

დღეიდან თბილისს 1000 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შევიძინეთ 1000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც დღეიდან ეტაპობრივად გაეშვება ქსელში, ხოლო 1 თებერვლიდან არცერთი ძველი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს."– ამის შესახებ კახა კალაძემ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, წელიწად-ნახევრის წინ გაცემული დაპირება მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით შესრულებულია და დედაქალაქის მერიამ, კერძო კომპანიასთან ერთად მოახერხა მიმროავტობუსების ჩანაცვლება, რაც სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

"დღეს უკვე, შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად განახლებული მიკროავტობუსებით ისარგებლებს მოსახლეობა. მოგეხსენებათ, აქამდე არსებულ ე.წ “ყვითელ მარშუტკებს” ყველანაირი რესურსი ქონდა ამოწურული, პრობლემას ქმნიდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. დღეიდან დედაქალაქს მოემსახურება, ახალი, მოწესრიგებული, ევროპული ტიპის მიკროავტობუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."–განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, 1 თებერვლიდან ასევე იმოქმედებს ინტეგრირებული ტარიფების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ყიდულობს მეტროს ბილეთს, მას თავისუფლად შეუძლია იმგზავროს მიკროავტობუსით და ავტობუსით, დამატებითი გადასახადის გარეშე. აქამდე მათ მიკროავტობუსებში 80 თეთრის გადახდა უწევდათ.

"მნიშვნელოვანია სააბონიმენტო სისტემის ამოქმედება, რომელიც არის ულიმიტო და ერთხელ გადახდის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელია დამატებითი გადასახადების გარეშე მგზავრობა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ რეფორმის განხორციელებაში, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, აყვანილი გვყავს და გვეთანამშრომლება მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები. რასაც დღეს რეფორმის სახით ვაკეთებთ თბილისში, ეს არის ის, რაც განვითარებულმა ევროპულმა ქალაქებმა და ქვეყნებმა წლების წინ განახორციელეს. მათაც იგივე პრობლემები ქონდათ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის გატარება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს გამართული და კომფორტული. ასევე, დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს."–განაცხადა კალაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023