საზოგადოება
20/07/2021

დეპუტატი: Pfizer-ის მოლოდინში, შესაძლოა, რეანიმაციულ საწოლში აღმოვჩნდეთ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, გლობალური ეპიდსიტუაცია უარესდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. გამონაკლისი არ საქართველოა. 

“ინფექცია ჩვენს გვერდით სერიოზულად ცირკულირებს. მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების არდაცვის და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ხარჯზე ხდება. ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას.  აგვისტოში კი შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს.

ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან და ისევ გარდაუვალი ჩაკეტვების გზით არ ვიაროთ, რაც ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.

“ფაიზერის“ მოლოდინში ჩინური ვაქცინის აქტუალობა დაეცა და რეგისტრაცია შემცირებადი ხასიათისაა. ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ. ყველა ვაქცინა იცავს მძიმე გართულებისგან: ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, გარდაცვალება.

ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და იმ ვაქცინით, რომელიც ხელთ გვაქვს“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022