საზოგადოება
07/09/2021

დეპუტატი: 2022 წელს ისე შევეგებებით, რომ პენსიონერები ადამიანურ პროცენტში აიღებენ სესხს

პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მუშაობა გრძელდება. 

პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ შედეგი რამდენიმე თვეში დადგება და 2022 წლიდან პენსიონერები დაბალი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებენ.

“ეს არ არის მარტივი ამბავი, რომ ერთ დღეში გადაწყვეტილიყო, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. დაახლოებით 2 კვირის წინ იყო ერთობლივი კომისიის სხდომა, სადაც მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. იქ შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტო წარმოადგენდა პენსიონერთა საბანკო მომსახურების ახალი ტენდერის პირობებს. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა ეს პირობები და ჩვენი პარტია “მოქალაქეები“ ვმუშაობთ ჩვენეულ ხედვაზე და შეთავაზებებზე, რა უნდა ეწეროს ტენდერის პირობებში, რათა ის გამაოგნებელი და გაუგონარი 36% არ იყოს და იყოს გაცილებით ადამიანური.

ალბათ წინა საარჩევნოდ არ და ვერ მოესწრება ტექნიკურად. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, 2022 წელს არ შევეგებებით ისე, რომ პენსიონერებს გაცილებით ადამიანური საბანკო მომსახურება არ ჰქონდეთ და ადამიანურ პროცენტში არ იღებდნენ სესხს. ამ პროცესს არ მოვეშებით, სადღაც შუა გზაზე არ მიგვიტოვებია და ღრმად მწამს, ეს საქმე ბოლომდე მივა. ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის ვიბრძოლებთ. თუმცა, პროცესი ნორმალურად მიდის და დიდი საბრძოლველიც არ არის. იმედი მაქვს, შედეგი სულ რამდენიმე თვეში იქნება და ეს შედეგი დააახლოებით 700 000 ჩვენი მოქალაქის, ჩვენი პენსიონერების ცხოვრებას გახდის გაცილებით უკეთესს“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023