საზოგადოება
30/05/2021

დედოფლისწყაროს 15 სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება 2 წელში ექნება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 58 მილიონი ლარი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით,რეგიონში ივლისის თვიდან წყალმომარაგების სისტემის ყველა პროექტი  მშენებლობის აქტიურ ფაზაში შევა.

პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის, ისეთი სოფლების როგორიცაა: ხორნაბუჯი, სამრეკლო, ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, გამარჯვება, ოზაანი, არბოშიკი, ზემო მაჩხაანი და მირზაანი.ბეგიაშვილის ინფორმაციით, დედოფლიწყაროს 15 სოფელი წყალს უწყვეტად მაქსიმუმ 2 წელში მიიღებს. 

"დედოფლისწყაროს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკუთარი რესურსები არ გააჩნია. გამომდინარე აქედან, პირველად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ისტორიაში გაკეთდება დალის წყალსაცავიდან 38 კილომეტრზე მაგისტრალური მილით დედოფლისწყაროში წყლის აყვანა და ასევე, მთელ ამ მანძილზე ახალი ელექტომაგისტრალის გაყვანაც. პროექტის დასრულების შემდეგ, დედოფლისწყარო, რომელიც სამწუხაროდ ამ ეტაპზე გრაფიკით იღებს წყალს, გადავა სტაბილურ, ხარისხიან წყალმომარაგებაზე.“ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.