საზოგადოება
13/05/2021

დავით სერგეენკო რეგისტრაციის ხარვეზზე: უფრო დაძაბულობა შეიქმნა, ვიდრე ჯანდაცვითი პრობლემა

ვაქცინაციის მეორე დოზის გაკეთების მსურველთათვის Booking.moh.gov.ge-ზე შექმნილი პრობლემა ამ დროისთვის გამოსწორებულია. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო „ბიზნესპარტნიორთან აცხადებს, რომ შეფერხება არასასიამოვნო იყო, თუმცა ჯანდაცვის სეტქორის პრობლემაზე არ მიუთითებდა.

„გუშინ საღამოს 8 საათზე გამოცხადდა, რომ AstraZeneca-ზე ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია. ამას მოჰყვა დარეგისტრირების მსურველების რაოდენობის გაზრდა. შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამთენიისას, 03:30-ისთვის გამოსწორდა. რა თქმა უნდა, ასეთ ხარვეზი არ არის კარგი, მაგრამ ის ტექნიკური ხარვეზია, რომელიც ფაქტობრივად ნახევარი ღამის განმავლობაში გასწორდა. ასე რომ, მოსახლეობას ამით რამე პრობლემა არ შექმნია. უფრო დაძაბულობა შეიქმნა, ვიდრე რეალური ჯანდაცვითი პრობლემა“,- განაცხადა სერგეენკომ.