საზოგადოება
27/01/2021

დავით სერგეენკო: მოსახლეობას დეტალურად უნდა ავუხსნათ კოვიდვაქცინაციის ეფექტურობა

დეპუტატი დავით სერგეენკო კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმართვის ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური მექანიზმი ვაქცინაციაა.

„იმედია, ძალიან მალე, პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი იქნება ეფექტური საშუალება, თუმცა ამ ეტაპზე ვაქცინაცია არის ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი პანდემიის დამანგრეველი მოქმედებისგან დასაცავად. მოსახლეობას ძალიან დეტალურად უნდა ავუხსნათ ვაქცინის ეფექტურობის, უსაფრთხოების შესახებ, რადგან ზოგადად ვაქცინებთან მიმართებაში ხანდახან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ხოლმე. ბოლო დროინდელი კვლევებიც გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას ვაქცინაციისადმი ერთგვარი ფრთხილი დამოკიდებულება აქვს. ჩემი შემოთავაზებაა, აქტიურად ჩვერთოთ საინფორმაციო კამპანიაში ვაქცინაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022