საზოგადოება
20/01/2021

დავით მესხიშვილი: ტრანსპორტის სექტორში უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დარჩა

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, ტრანსპორტის სექტორში უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დარჩა.

„ტრანსპორტის სექტორში დღეს დაახლოებით 50 000 უმუშევარი ადამიანი მივიღეთ, რომლებიც სამსახურებში უნდა დავაბრუნოთ. რა თქმა უნდა, დუსაფრთხოების ახალი სტანდარტებით, რომელიც კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე საერთაშორისო დონეზეა მიღებული. ამ 50 000 ადამიანში ძირითადად კერძო კომპანიები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სადგურები იგულისხმება“,- განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ტრანსპორტის მიმისვლის აღდგენის გარეშე ეკონომიკის გაღვიძება შეუძლებელია.

„ტრანსპორტის აკრძალვა იმ ბიზნესსაც აწევს მხრებზე, რომელმაც თანამშრომლების სამსახურში მიყვანა უნდა უზრუნველყოს. აქაც მექნებოდა ეპიდემიოლოგებთან კითხვა, ხომ არ არის დარღვევა, როდესაც ერთ მიკროავტობუსში 20 ადამიანია მოთავსებული და ისე გადაყავთ. თუ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობთ, აქ ასე არ ხდება. თან ზედმეტი ხარჯია“,- აღნიშნა მესხიშვილმა.