დასტური: თურქეთში სეზონური სამუშაო ადგილები ალტერნატიული მუშა-ხელით უკვე შევსებულია
სეზონურად დასაქმებულთათვის თურქეთის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას ექსპერტები დადებითად აფასებენ. თუმცა მათივე შეფასებით, გადაწყვეტილება დაგვიანებულია.
დასაქმების საკონსულტაციო კომპანია „დასტური“ განმარტავს, რომ სეზონური დასაქმება მაისში იწყება, შესაბამისად ძირითადი სამუშაო ადგილები ალტერნატიული მუშა-ხელით უკვე შევსებულია.
საკონსულტაციო კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ გაურკვეველია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კარანტინის საფასურის გადახდის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ოფიციალური ცნობის საფუძველზე ქართველებს თურქეთში სამუშაოდ წასვლა შეეძლებათ, თუმცა უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. საქართველოდან თურქეთში სეზონური დასაქმების მიზნით ყოველწლიურად 40 000-მდე ადამიანი მიემგზავრება.