საზოგადოება
19/07/2020

Danfoss-ი ტექნოლოგიების კვლევით ლაბორატორიას გახსნის და ქართველ ინჟინრებს გადაამზადებს

მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი დანიური კომპანია Danfoss-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევით ლაბორატორიის გახსნის და ქართველ ინჟინრებს გადაამზადებს.

გადამზადების პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო სტაჟირება დანიური კომპანიის „Danfoss“ - ის საწარმოებში გაიარონ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანიაში შეიტყეს, რომ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკულ რეფორმას და მიღებულია კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, სურვილი გამოხატეს, უახლოეს მომავალში თავისი წარმომადგენლები გამოაგზავნონ და ინვესტიციის განხორციელებისა და წარმოების გადმოტანაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დააფინანსონ ტრენინგები ქართველი ინჟინრებისთვის.

"აღნიშნული კადრები მომავალში შესაძლოა, Danfoss-ის საწარმოში დასაქმდნენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ Danfoss-ის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ-შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, დანიური კორპორაციის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივიან და ადგილზე გაეცნობიან ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022