საზოგადოება
27/08/2020

დადიანის ქუჩა თამარ მეფის გამზირს ხიდით დაუკავშირდება

დადიანის ქუჩა და თამარ მეფის გამზირს ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება, - პროექტს თბილისის მერია აანონსებს.

თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT) პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მერიას ორი ძირითადი გეგმა აქვს - ქუჩების რეაბილიტაცია და საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.

ბითაძემ იმედი გამოთქვა, რომ საფინანსო ინსტიტუტები, აზიის განვითარების მერიას პროექტირებაში დაეხმარება.

„ახალი ხიდი, რაც თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის რეალიზაციისთვის აუცილებელია. დადიანი-თამარ მეფის ხიდი ამ ორ მიმართულებას დააკავშირებს ერთმანეთთან. რაც მთავარია, კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ და არ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გამოყენება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, წელს სამი დიდი გამზირის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიისა და შემცირებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, დროებით გადაიდო. ესენია: ვაჟა-ფშაველას, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირები. „დახაზვების გეგმა პრაქტიკულად მთელ დერეფანშია გათვალისწინებული. ასევე, ზუსტად ვიცით, როდესაც 18-მეტრიანი ავტობუსები ჩამოვა, რა ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რომ მათ გადაადგილებისთვის საფრთხე არ შეექმნათ“, - განაცხადა ბითაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022