საზოგადოება
22/07/2020

"დაბა მანგლისის გაზიფიცირება გაზაფხულზე დასრულდება"

დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

აშენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია.

„დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია აქ გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ეს იყო აქაურების დიდი ხნის ოცნება, რომელიც გაზიფიცირების 3-წლიანი მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გავითვალისწინეთ დ მომავალი წლის მარტში აქ უკვე დასრულებული იქნება დაქსელვა, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი 1 558 ოჯახს მიეწოდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ დაბა მანგლლისში გაზიფიცირების სამუშაოების დათვალიერებისას.

მოსახლეობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმით, ქვემო ქართლის რეგიონში, 29 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული. 2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 384 დასახლებული პუნქტი, რომელიც 88 363 აბონენტს მოიცავს. პროგრამის ბიუჯეტი 270 მლნ ლარია.

Businesspartner