საზოგადოება
16/03/2022
CRRC: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 58% უჭერს მხარს
2022 წლის 7-10 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, CRRC-საქართველომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 58% სრულიად უჭერს მხარს, 17% ძირითადად, ხოლო 9% ნაწილობრივ.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, მოსახლეობის 54% სრულიად ეთანხმება, 16% ძირითადად მხარს უჭერს და 12% ნაწილობრივ.
აღსანიშნავია, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი გამოიკითხულთა 63%–ია.
ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მომხრე გამოკითხულთა 61%–ია, ხოლო უკრაინის 66%.
ამ ინიციატივის ძირითადად მომხრე უკრაინის შემთხვევაში 14%–ია, საქართველოს– 17%.