CRRC: მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის ომზე პასუხისმგებლობას რუსეთს და პირადად პუტინს აკისრებს
2022 წლის 7-10 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, CRRC-საქართველომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.
კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის და ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობაა.
გამოკითხულების 43% მიიჩნევს, რომ რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა, ხოლო 37% სრულ პასუხისმგებლიბას პირადად ვლადიმერ პუტინს აკისრებს. 3% მიინევს, რომ ეს აშშ–ს ბრალია, ხოლო 1% უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს.
რაც შეეხება ომის მიზეზს, 34% ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან ომის მიზეზი საკუთარი ტერიტორიების გაზრდა და ტერიტორიების დაპყრობაა. გამოკითხულთა 25% მიზეზად უკრაინის დაპყრობას ასახელებს, 20%– საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს, 17% კი ომის მიზეზად უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შესლას ასახელებს. 7–7% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლაზე და რუსეთის იმპერიის აღდგენაზე გადანაწილდა. აღსანიშნავია, რომ მიზეზებს შორისაა უკრაინის დაშლა, რომელსაც გამოკითხულთა 4% ასახელებს.