საზოგადოება
21/03/2022

CRRC: მოსახლეობის 57% პრეზიდენტის ქმედებებს ომთან მიმართებაში დადებითად აფასებს

CRRC-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% ქართული მედიის ბოლოდროინდელ მოქმედებებს რუსეთ–უკრაინის ომთან მიმართებაში დადებითად აფასებს, ხოლო 13% ცუდად.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს, მოსახლეობის 57% კარგად აფასებს, 7% ძალიან კარგად და 11% ცუდად.

ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები გამოკითხულთა 34%–მა დადებითად, 24%–მა უარყოფითად შეაფასა, 15%-მა კი ძალიან ცუდად.

საქართველოს პარლამენტის შემთხვევაში, დადებითი და უარყოფითი შეფასებები თითქმის ერთ დონეზეა, მაგრამ 12% პარლამენტის ქმედებებს ძალიან ცუდად მიიჩნევს.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 7-10 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, CRRC-საქართველომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023