CRRC: გამოკითხულთა 61%–ის აზრით, საქართველომ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს
2022 წლის 7-10 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, CRRC-საქართველომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს.
32% ფირობს, რომ საქართველო უკრაინას მხარს საკმარისად უჭერს. მოსახლეობის 2%–ის აზრით, ჩვენმა ქვეყანამ ნაკლები მხარდაჭერა უნდა გამოიჩინოს, ხოლო 1% მხარდაჭერის წინააღმდეგია.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მისაღები ან მიუღებელი იქნება საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გადადგმული შემდეგი ნაბიჯები, გამოკითხულთა 85% სრულიად მისაღებად მიიჩნევს, რომ საქართველომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს, როგორიცაა საკვები და მედიკამენტები.
დროებით უკრაინელი ლტოლვილების მიღებას, სრულიად მისაღებად, მოსახლეობის 79% თვლის. ასევე, უკრაინის ფინანსურ დახმარებას 69% ემხრობა. გამოკითხულთა 42% კი ფიქრობს, რომ საქართველომ მოხალისეებს ოში წასასვლელად ნება უნდა დართოს.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სრულიად მისაღებად მიიჩნევს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვას. 31% კი თანახმაა საქართველომ უკრაინას იარაღი და საბრძოლო ტექნიკა მიაწოდოს.