COVID გადატანილ პაციენტებს სადაზღვევო კომპანია სამედიცინო კვლევებს არ უფინანსებს
COVID გადატანილ პაციენტებს სადაზღვევო კომპანია სამედიცინო კვლევებს არ უფინანსებს. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ამის დაფინანსებას სახელმწიფო ახდენს.
„პოსტ covid კვლევები არ ნიშნავს ერთ თვეს, ორს ან სამს, ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს ამ ვირუსს,მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების და საწოლბრუნვის ეფექტურობისთვის წერენ მაშინ, როდესაც მისთვის სიცოცხლის პირდაპირი საფრთხე აღარ არის.აი ამ დროს რა კვლევებიც სჭირდება, ეს არის პოსტ კოვიდ კვლევა.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საავადმყოფოდან სახლში გაწერილი ადამიანის კოვიდზე მკურნალობა არ დასრულებულა. ის საავადმყოფოდან დანიშნულებით გამოდის, ეს კი რიგ შემთხვევაში მოიცავს ინსტრუმენტულ კვლევებს, რიგ შემთხვევაში ლაბორატორიულს და რიგ შემთხვევებში - სხვადასხვა რამეს. ეს არის სწორდ ის, რასაც კერძო სადაზღვევო კომპანიეები მართავენ, მაგრამ არ აფინანსებენ“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისი განცხადებით, სწორედ ამ კვლევების დაფინანსება არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელსაც მთავრობა კოვიდის მართვის მიზნით აფინანსებს. კითხვაზე, Covid გადატანილ პაციენტებს საჭირო კვლევებს უფინანსებს თუ არა სახელმწიფო,ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ეს სწორედ სახელმწიფო პროგრამის პრეროგატივაა.
„ყველაფერში არის პატარა შეყოვნებები და ხარვეზები, თუმცა, ამის გამოსწორება ყოველდღიურად ხდება. მათ შორის,ოჯახის ექიმმა სად უნდა მიავლინოს აღნიშნული კვლევების გასაკეთებლად პაციენტი, რომელ კლინიკაში და ასე შემდეგ. ამას მართავს ოჯახის ექიმი, თუმცა, კიდევ მინდა გავიმეორო - პაციენტს აგზავნის სახელმწიფოს მიერ მითითებულ კლინიკებში.
ყველაფერში არსებობს პროტოკოლი, თუ არ ვცდები, გამოჯანმრთელების სრული ციკლი 3 კვირას მოიცავს, ამ დროის შემდეგ ითვლები გამოჯანმრთელებულად, თუმცა, შესაძლოა დარჩეს საერთო სისუსტე და ის გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს დაანონსდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია რომ COVID-19-ის მართვაში ერთვება. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.