საზოგადოება
13/07/2021
ჩინური ვაქცინებით აცრილებისთვის მოგზაურობა შესაძლებელია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოგზაურობის შემთხვევაში, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში საზღვრის კვეთისას არა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, არამედ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებათ.
ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ მოგზაურებს საზღვრის კვეთა ასევე შეუძლიათ ჩინური "სინოფარმისა" და "სინოვაკის" აცრით შემთხვევაშიც.
"სინოფარმი" და "სინოვაკი" შედის იმ 7 ვაქცინის ჩამონათვალში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა ავტორიზირებული. ამიტომ უმრავლესი ქვეყნები ცნობენ ამ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობაც. მოგზაურობისთვის დღეს მთავარი დოკუმენტი ბოლო 72 საათში უარყოფითი PCR ტესტია",- აღნიშნა გამყრელიძემ.